პოლიტიკა

„კახა კალაძე - 56.1%, ნიკა მელია - 28.3%, გიორგი გახარია - 6.2%“ - მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Pia.ge 2021
1631263700
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე საზოგადოებას პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს.

კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

🔹„ქართული ოცნება“- 48,6%

🔹„ნაციონალური მოძრაობა“- 27,1%

🔹 „საქართველოსთვის“- 5,8%

🔹„გირჩი - მეტი თავისუფლება“- 3,4%

🔹 „მოქალაქეები“ - 2,6%

🔹 „პატრიოტთა ალიანსი“- 2,4%

🔹 „მესამე ძალა“- 2,3%

🔹 „ლელო“- 2,3%

🔹 „ლეიბორისტული პარტია“- 1,2%

🔹„გირჩი“- 1,1%

🔹„ევროპული საქართველო“- 1,1%

🔹 სხვა პარტიები - 2,1%.

წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს:

კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

🔸კახა კალაძე (ქართული ოცნება) 56.1%

🔸ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 28.3%

🔸გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 6.2%

🔸ანა დოლიძე (ხალხისთვის) 2.2%

🔸ანა ბიბილაშვილი (ლელო) 1.9%

🔸გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 1.3%

🔸თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0.9%

🔸მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0.7%

🔸სხვა კანდიდატები 2.4%

ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკოში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტისა თუ კანდიდატის შესახებ მიეღო სრულფასოვანი ინფორმაცია.

ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებითაც არჩევნებს პირველ ტურში დამაჯერებლად იგებს.

ასევე, ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი:

მთაწმინდა

ზურაბ აბაშიძე (ქართული ოცნება) 51.3%

თენგო კირთაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29.2%

ვახტანგ (ვატო) გვაზავა (საქართველოსთვის) 7.8%

საბა ბუაძე (ლელო) 4.9%

სხვა კანდიდატები 6.8

ვაკე

გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება) 54.3%

ბათუ ქუთელია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 24.4%

მერაბ მაჭავარიანი (საქართველოსთვის) 9.2%

მედეა მეტრეველი (ლელო) 3.1%

პაატა ჩიქოვანი (მესამე ძალა) 2.5%

სხვა კანდიდატს 6.5%

საბურთალო

ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) 57.6%

ბორისი ყურუა (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 22.6

მიხეილ ნაბიჯაშვილი (საქართველოსთვის) 8.5%

ვახტანგ (ვატო) სურგულაძე (ლელო) 3.2%

ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) 2.6%

სხვა კანდიდატები 5.5%

დიდუბე

გივი ჩხარტიშვილი (ქართული ოცნება) 51.7%

ნიკა მოსიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29.4%

გიორგი ქაჯაია (საქართველოსთვის) 7.7%

დიმიტრი აბაშიძე (ლელო) 4.6%

სხვა კანდიდატები 6.6%

ნაძალადევი

ირაკლი ხელაძე (ქართული ოცნება) 51.6%

ბადრი გრიგალაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 34.7%

გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის) 5.8%

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ლელო) 2.3%

ზაზა კორთხონჯია (მესამე ძალა) 2.3%

სხვა კანდიდატები 3.3%

გლდანი

კონსტანტინე ზარნაძე (ქართული ოცნება) 44.4%

ელენე ხოშტარია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 36.1%

ნათია მეზვრიშვილი (საქართველოსთვის) 8.6%

ნანა ტოხვაძე (მესამე ძალა) 4.1%

თამარ ადამიაძე (ლელო) 2.4%

სხვა კანდიდატები 4.4%

ჩუღურეთი

ზურაბ ჩიკვილაძე (ქართული ოცნება) 57.2%

გიორგი ნონიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 21.8%

რუსუდან თევზაძე (საქართველოსთვის) 9.2%

კახაბერ ჟღენტი (ლელო) 5.1%

სხვა კანდიდატები 6.7%

კრწანისი

ლევან ჯაფარიძე (ქართული ოცნება) 56.1%

თამაზ ახობაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 23.8%

ზურაბ რეხვიაშვილი (საქართველოსთვის) 9.3%

თაზო დათუნაშვილი (ლელო) 3.3%

სხვა კანდიდატები 7.5%

ისანი

კახაბერ ლაბუჩიძე (ქართული ოცნება) 52.8%

ბესო დონაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 32.7%

დავით გოგიძე (საქართველოსთვის) 6.9%

ლანა გალდავა (ლელო) 3.5%

სხვა კანდიდატები 4.1%

სამგორი

რევაზ სოხაძე (ქართული ოცნება) 52.5%

დავით ჟღენტი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 36.4%

კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის) 5.1%

ვახტანგ იაშვილი (მესამე ძალა) 2.4%

სხვა კანდიდატები 3.6%

კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდებოდა: ქართული ოცნება 32 „ნაციონალური მოძრაობა“ - 12, „საქართველოსთვის“ - 3 „გირჩი - მეტი თავისუფლება“- 2 „მოქალაქეები“- 1.

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია. ამისთვის, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ თბილისელს, ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონის თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638286643
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის პოზიცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა.
1638286050
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638285539
ასოცირებული ტრიოს მინისტრები და შარლ მიშელი

ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ლელოს შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ არა მხ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638279868
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპრ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს.