პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები

კახა კალაძე
1634323883
დაკოპირებულია

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. ეს ძალიან ცუდია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს სამწუხაროდ, არ დაწყებულა 2012 წლიდან. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეგვიძლია, გავიხსენოთ ჩვენი წარსული, უახლესი ისტორია და ვნახავთ, რა ცუდი ფაქტები მოხდა, რა მძიმე შედეგები მივიღეთ. ამ პოლარიზებამ, დაპირისპირებამ სამოქალაქო ომიც კი გამოიწვია. ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მძიმეა. ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რამდენად რთული და მძიმე იყო 90-იანი წლები. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში იდგა.

„2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. შესაბამისად, ამის შედეგი იყო ის კოჰაბიტაცია და კოჰაბიტაციითაც რა მივიღეთ: ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამის ბოროტად გამოყენება, აგრესია, სიძულვილის ენა. თუკი რაიმე ცილისწამება და სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა, ყველაფერი იკადრეს. იმის მაგივრად, რომ კოჰაბიტაციის პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების განვითარება. შეიძლება რაღაც საკითხებთან მიმართებით სხვადასხვა მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ არსებობს ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება ეს აგრესია, რაც ძალიან ცუდია და სამწუხაროა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.