პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი, რომლის ვაქცინა ერთადერთია - აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge
1632422030
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები საბურთალოს რაიონში მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ დგას.

„კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რასაც ოთხი წლის განმავლობაში, მუდმივად ვგრძნობ. ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქალაქის მომავალზე. მინდა იცოდეთ, სწორედ თქვენი ჩართულობაა გადამწყვეტი ყველა პროექტის განხორციელების დროს. გპირდებით, ამ სიყვარულს აუცილებლად დაგიბრუნებთ კარგი საქმეებით, უფრო მეტი შრომით და ზრუნვით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, დღეს მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 230 აღსაზრდელს მიიღებს. თბილისის მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

„რადგან ბავშვების თემას შევეხე, გუშინ საკმაოდ ემოციური დღე გვქონდა - სხვა, 2 000-ზე მეტ ოჯახთან ერთად, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით წლობით დაუკანონებელი ქონება ვასილ კაპანაძის მრავალშვილიან ოჯახს. ვასილ კაპანაძე 20 წელი ელოდებოდა ამ დღეს და სწორედ გუშინ მიიღო მან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. კაპანაძეების ოჯახში იზრდება რვა შვილი, ერთმანეთზე ულამაზესი გოგო-ბიჭები. ბედნიერი ვარ, რომ მათ დღეიდან საკუთარი ჭერი აქვთ და მშობლებს შეუძლიათ, ბავშვების მომავალი მშვიდად დაგეგმონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ სოციალური პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„უამრავი სპეკულაცია მესმის ბინების დაკანონების თემაზე - ხან ამომრჩევლის მოსყიდვას არქმევენ, ხან რას, ხან რას. არადა ეს პროგრამა მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. მე პირადად, ჩემი ოთხწლიანი მერობის პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია ამ პრობლემის მოგვარება და ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, ჩვენი ძალისხმევით, ათასობით ოჯახის ბედი უკეთესობისკენ შეიცვალა. რა თქმა უნდა, პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ძალადობითა და ქაოსით უკან დაბრუნდეს.

„მეგობრებო, ყოველდღიურად გვიწევს კოვიდთან ბრძოლა. ამასთან ვხედავთ, როგორც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, უკან დაბრუნდეს ძალადობით და ქაოსით. ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი. ამ ძალადობის და ქაოსის ვაქცინა ერთადერთია - აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და უარი უთხრათ ძალადობას და ქაოსს. დღეს არჩევანია სტაბილურობასა და ქაოსს შორის. ამიტომ, 2 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თბილისის განვითარებას. ერთად ვუთხრათ უარი ქაოსს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს და წინ წავიდეს.

ბაიდენი ომიკრონზე

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება.
1638283275
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
1638283248
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638280994
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638280489
პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
„სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ სასამართლოზე და გამა...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Winelan...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა  და ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“  გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 
„ოპოზიცია პოპულისტურად ცდილობს, პრემიერის ინიციატივების „გაშავება“ მოა...
„ფარმაცევტული ბიზნესის საკითხზე იდეა ძალიან მომწონს, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს. იდეა, რომ ამის რეგულირება მოხდეს აუცილებელია, რადგან სააფთიაქო ვაჭრობა საზოგადოებისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცა და აუცილებელია ამის მოგვარება. სუბიექტური ვიქნები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ  საქართველოს კანონმდებლობით ზოგადად სათამაშო ბიზნესი 2005 წლის კანონმდებლობით რეგულირდება, იგი რეალურად უნდა იყოს მეტად დახვეწილი და ძალიან კარგია როდესაც ბატონმა პრემიერმა გააჟღერა ეს ინიციატივა. საქართველოში ბევრ სხვა სოციალური პრობლემებთან ერთად ლუდომანიაც ძალიან პრობლემატური და მზარდი დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მე იმედი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება მალე დაიწყება და პარლამენტი მხარს დაუჭერს ბატონი პრემიერის ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე  PIA.GE-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო და ფარმაცევტული ბიზნესის რეგულირების საკითზე გაკეთებულ განმარტებას.