მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ISFED-ის შემთხვევა იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდით

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის შემთხვევა იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელზეც მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების წინ საუბრობდა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, მისთვის ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ მოხდა ცდომილება.

პირველივე დღეებიდან, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს იყო არასწორად დათვლილი, ეს იყო პრობლემური მონაცემები, რომელიც იყო მოწოდებული. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ ISFED-ის შედეგებში ადამიანურ შეცდომას ჰქონდა ადგილი.

👉 აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შესახებ ორი განცხადება გამოაქვეყნა. პირველად განცხადებაში, ორგანიზაციის მტკიცებით, ფიქსირდებოდა ცესკოს მონაცემებთან მნიშვნელოვანი სხვაობა, ხოლო მეორე განცხადებით, ორგანიზაციამ აღიარა, რომ დათვლის პროცესში შეცდომა მოხდა, რამაც შედეგებში სხვაობა გამოიწვია.

👉 24 დეკემბერს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ელენე ნიჟარაძე: ISFED-ის საქმიანობაში ჩარევას გამოვრიცხავ

👉 ISFED: აღმასრულებელი დირექტორის მიმართ მუქარას, შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

👉 კობახიძე: რთული დასაჯერებელია, რომ PVT-ის ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა