მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები

კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი, შესაბამისად, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები მმართველი გუნდიდან.

„ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები არის შემოდგომაზე, კანდიდატების წარდგენა კი ხდება 1-1.5 თვით ადრე. ჯერ თავს შევიკავებდი ამაზე საუბრისგან, ჯერ არც ოპოზიცია საუბრობს ამაზე“ - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅კახა კალაძე: საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე

✅კახა კალაძე: ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ და დემოკრატიამ