პოლიტიკა

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას

თბილისის მერი
1634487065
დაკოპირებულია

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი დარწმუნებულია, რომ თბილისელების მხარდაჭერით გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.

კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მეორე ტურში არაფერია ტრაგიკული და პირიქით მეტი მოტივაციაა.

„მეორე ტურს რაც შეეხება, აქ ტრაგიკული ნამდვილად არაფერი არ არის. კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრებულიყო, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებ მეორე ტურისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ მივიყვანთ გამარჯვებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე ფიქრობს, რომ თბილისელებს მარტივი არჩევანი აქვთ: არჩევანი უნდა გააკეთონ სიბნელესა და სინათლეს შორის.

„მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ძალიან კარგად ხედავს, რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე გულწრფელად ვამბობ, არ ვტრაბახობ არაფერს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის განხორციელებული პროექტები, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ძალა, ვისაც ექნება თბილისელების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა იხილონ.

არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის. მეორე მხარეს არის ბოროტება, სიძულვილი, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, შესაბამისად, ძალიან მარტივია არჩევანი გავაკეთოთ.

დღეს, რაც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და აღმშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული ინტერესები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს.

„გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საინტერესო არ არის, რას გეგმავს ოპონენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაპირებ მე, როგორ ვხედავ ქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელი უბნები, რომელი ქუჩები, რომელი პარკები უნდა რეაბილიტირდეს.

ეს აინტერესებს საზოგადოებას, ამაზე ვესაუბრებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ახლაც ვაპირებ, გავაგრძელო ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რა გვინდა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს 4 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.