მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული

კახა კალაძე ნინოწმინდაში

თბილისის მერი  კახი კალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში ბიძინა ივანიშვილს დიდი როლი მიუძღვის.

„ბიძინა ივანიშვილი როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა. ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე.ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ოცნების ამომრჩეველს და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს.
მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შემქნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის განმვალობაში.

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის მთავარ დამსახურებად პროპორციულ არჩევნებს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები... ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას.

ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.
დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.
ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.

და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის.'-განაცხადა კალაძემ.

გაცნობებთ, რომ დღეს ივანიშვილმა სოციალურ ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.

იხილეთ ასევე:

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

პოლიტიკაში სწორ დროს შესვლა და პოლიტიკიდან ასევე სწორ დროს გასვლა, მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დიდ ადამიანებს შეუძლიათ - მიხეილ ყაველაშვილი

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო