მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს

თბილისის მერი კახა კალაძე

„ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით, სანაცვლოდ კი შეურაცხყოფა მივიღეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს.

„მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.