მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ზოგიერთი შეეცადა, რომ „იქნებ მოვატყუოთ მთავრობა მერე რა მოხდა“

თბილისის მერი დარგის სპეციალისტებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის შექმნაში დახმარებას სთხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დილით განხორციელებულ დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

ამასთან, მერმა საცხოვრებელი სახლების დაკანონებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

კალაძის თქმით, ზოგიერთი მოქალაქე სახელმწიფო მიწების მიტაცებით შეეცადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მოეტყუებინა.

„ჩვენ დავიწყეთ დაკანონებები 1 ლარად და გადაცემა იმ საცხოვრებელი ბინების, სადაც ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობენ. ამ ადამიანებს არანაირი საცხოვრებელი ფართები არ უფიქსირდებათ არსად.

ჩემი დაპირება იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს და 1300-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ, დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად.

რა თქმა უნდა ეს პროგრამა გრძელდება და მომავალშიც მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ ასეთ ოჯახებს და ადამიანებს, მაგრამ ზოგიერთი შეეცადა, რომ „იქნებ მოვატყუოთ მთავრობა და ამ პროგრამის ფარგლებში გავძვრეთ, მივიტაცოთ სახელმწიფო მიწა და შემდეგ დაგვიკანონებენ, რა მოხდა“. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

რაც შეეხება სამგორის რაიონს და თვალჭრელიძის ქუჩას, კახა კალაძის თქმით, დღეს განხორციელდა მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

„თქვენ იცით, რომ 18 დეკემბერს ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ მათ 4 დღიანი ვადა მიეცათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. რამდენიმე ადამიანმა ეს გააკეთა და ღირებული რაც იყო წაიღეს. სხვა შემთხვევაში დილით განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პანდემიის პირობებში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებელი შეუმცირდება

🔴 კალაძე: სახელმწიფო ქონების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ