მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა უნგრეთის ელჩს შეხვდა 

კახა კუჭავა უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციასა და განაცხადს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

„ელჩის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული ოჯახის მტკიცე დასაყრდენია. ვიქტორია ჰორვატმა დაადასტურა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და მზად არის, ამ პროცესში საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ძლიერი და ეფექტიანი პარლამენტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველო სწორ გზას ადგას. კახა კუჭავამ ვიქტორია ჰორვატს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.