მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი, კახა ოქრიაშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

მეგრელიშვილის თქმით, მათი საქციელი არის ნორმალური და ოქრიაშვილი კი იმდენად ბრიყვია, რომ თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს.

„ამავე დროს კახა ოქრიაშვილისგან ძალიან უცნაურია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ახლა უკან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. გამოდის, რომ ერთადერთი გზა პოლიტიკაში ყოფნის ომია, ბრძოლაა. ჩვენ პოლიტიკას ასე საერთოდ არ აღვიქვამთ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საჯაროდ ვაკეთებთ. ზოგადად, მაინტერესებს, რას ნიშნავს „ქოცობა“ და მიყიდვა. თუ რამე ფული მაქვს ასაღები, მინდა, რომ ავიღო, რადგან არ აგვიღია. თუ ეს რამე ღირს და რამეს ნიშნავს, დაასახელოს, რას ნიშნავს. თვითონ ხომ იყო „ქართულ ოცნებაში“, ეს როგორ გამოვიდა ან უკან როცა ბრუნდებიან, მაშინ რა ხდება. ჩვენ მართლა თუ მოვახერხეთ და ის, რასაც კახა ოქრიაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოგვივიდა, ამაზე მნიშვნელოვანი რამის გაკეთება მეათე მოწვევის პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია. კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს. სინამდვილეში, ასე ქცევა, როგორც ჩვენ ვიქცევით, ერთადერთი ნორმალური საქციელია. ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ არ ესმის. ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა ხელჩართულ ომშია ერთმანეთთან და ნებისმიერი საუბარი მას ეჩვენება, როგორც ღალატი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე ნაცი იყავი, 2016-ში გაქოცდი, 2020-ში ისევ განაცდი და 2024-ში ისევ ქოცობა გიწევს“ - ლევან იოსელიანი ოქრიაშვილს პასუხობს

👉 „მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს, ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“ - იაგო ხვიჩია