მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანდიდატის სტატუსს მეორედ ვეღარ მივიღებთ - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედების გამო საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მეორედ მიღებასაც ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ მმართველ გუნდთან ერთად მუშაობა მათი თამაშის აყოლაა. 

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა იდიოტი ჰგონია. 

„ერთად ვიმუშაოთო რომ იძახიან, ეს მათი თამაშის აყოლაა. იცით რატომ? მთავარ საკითხზე კითხვას ვსვამ. მომეხმარება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე თუ არა. თუ არ მეხმარება ეს ყველაფერი და თუ ბადრი ჯაფარიძეს აცხადებ ოლიგარქად, პირდაპირ გეუბნები, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. 

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ყველა ვართ იდიოტები და დაგვცინიან. რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ეს ნუთუ ვინმესთვის მისაღებია? ბოლოს ხომ ვიცით რა მოხდება. ბოლოს იქნება ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მეორედ ვეღარ მივიღებთ ყველა ამ მავნებლობის გამო. 

ჩამოგითვლით თუ რატომ. მოსმენების შესახებ კანონი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, საარჩევნო კოდექსი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, ეს უკვე მეოთხე. 4 კონკრეტული საკითხი 12-იდან უკვე არის იმის საწინააღმდეგო, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ქართული ოცნება“ თავისი თავის ლუსტრაციას ახდენს - ბადრი ჯაფარიძე

✔️ პუტინის თქმით, ნეონაციზმის იდეები ყველგან არის, მაგრამ უკრაინის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ ამაღლებს მას ეროვნულ დონეზე

✔️ ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით - თინა ხიდაშელი

✔️ ბორელი: ბირთვულმა საფრთხეებმა არ უნდა შეარყიოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

✔️ ყოველი რუსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, ომის მანქანის ნაწილია - გარი კასპაროვი