მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგია, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო - ბორელი ე.წ. აგენტების კანონზე

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო.

„ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. 

ცნობისთვის, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გიორგი ვაშაძე „ოცნების“ საქმეს ემსახურება - ნათია მეზვრიშვილი

👉 „აგენტების შესახებ კანონს“ მეორე მოსმენაზე ჩავაგდებთ“ - მამუკა მდინარაძე

👉 კრემლი საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - პესკოვი

👉 მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად - ელენე ხოშტარია