მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა კარგი შანსი ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი

„აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობა“, - ამ  სიტყვებით ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად კობახიძემ აღნიშნა, რომ  კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

ნინო ლომჯარია კარლ ჰარცელზე თავდასხმებს უსამართლობას უწოდებს და დასძენს, რომ ბრალდებებს ემიჯნება. 

„ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ძალიან დიდი უსამართლობაა იმიტომ, რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ და უბრალოდ რა გითხრათ, ძალიან უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი, არასწორი ფორმით ვხედავთ და ვემიჯნები, რა თქმა უნდა, ამას“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი - კარლ ჰარცელი

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები“ - მეთიუ ბრაიზა

👉 „ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ბოლო გედის სიმღერას მღერიან“ - შალვა ნათელაშვილი