მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო - ირაკლი კობახიძე

კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, აბსოლუტურად ბუნებრივია. როდესაც არის ნიშნები იმისა, რომ შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტიკური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს.

რაც შეეხება ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი და შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში სუსის მოსმენების შესახებ განმარტებისთვის დაიბარეს.