მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ 35%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ 18% - როგორია პარტიების რეიტინგი?

პარლამენტის სხდომა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე თუ მომავალ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% კი ბლოკ ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“-ს.

  1. „ქართული ოცნება“ - 35%
  2. ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“ - 18%
  3. „ევროპული საქართველო“ - 3%;
  4. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%;
  5. გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%;
  6. „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
  7. „ლეიბორისტული პარტია“ - 2%;
  8. „მოქალაქეები“ - 2%;
  9. „ლელო“ -1%;
  10. სხვა პარტიები - 1%;
  11. არცერთი - 10%;
  12. არ ვიცი/უარი პასუხზე - 15%;

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75%.