პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ შეკრებას გამართავს

ქართული ოცნება
1635310387
დაკოპირებულია

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერების შეკრება 17:00 საათზეა დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 30 ოქტომბერს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

„როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. გასული დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვიარე მუნიციპალიტეტები, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური. განწყობა არის საბრძოლო და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ. ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ, რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
1643024728
ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. 
1643023167
საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი

„ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა-თამაშია“ - შარაშენიძე „ნაციონალური მოძრ...

პროფესორი, ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება პრორუსულია, რადგან უკრაინა-რუსეთის საკითხზე მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია.
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება.
1643022625
„ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩა...
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც იგი ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 
სირიაში ციხეზე ისლამისტების თავდასხმას 120 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ქურთთა ფორმირებები აკონტროლებენ, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ციხეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.