მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“ - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი

„ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა  ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა. 

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ბოიკოტის დრო არ არის და აუცილებელია დიალოგი. 

„ჩვენ  ქართველ დეპუტატებთან განვიხილეთ საქართველოს ევროპული გზა. ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას. მეტიც, ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ადრეც გითხარით, არჩევნები დასრულდა და ახლა დროა, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდეს ქვეყანა. ამაში ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის სრულყოფილ მუშაობას. პარლამენტის, პლენარული სხდომების ბოიკოტის დრო არ არის.

ჩვენი რჩევაა, „ქართული ოცნებამ“ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის. დიალოგი აუცილებელია. ახლა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მსჯელობის დროა“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.