მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ თავისი თავის ლუსტრაციას ახდენს - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ მმართველი გუნდისგან ნებისმიერი აბსურდი მოსალოდნელია. 

ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირი თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს აფასებს არა იმ სტანდარტით როგორც „ქართული ოცნება“, არამედ თავისი სტანდარტით. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის მიერ წამოყენებულ პირობებს მმართველი გუნდი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს, ამას ხალხი ადეკვატურად უპასუხებს. 

„ქართული ოცნებისგან“ ნებისმიერი აბსურდი არის მოსალოდნელი, ოღონდ როგორმე თავიდან აიცილონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრათ როგორც მმართველ ძალას, გამომდინარე 12 რეკომენდაციიდან. რა თქმა უნდა, ევროკავშირი თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს აფასებს არა იმ სტანდარტით, როგორც „ქართული ოცნება“, კობახიძე, ოხანაშვილი და მათი თანამოძმენი აფასებენ, არამედ თავისი სტანდარტით. 

ნებისმიერი კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გაიტანს როგორც უმრავლესობა, შეფასდება პირუთვნელად ევროკავშირის მიერ. კიდევ ერთი მცდელობა თუ იქნა, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანამ გამოიყენოს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე, პირიქით ისეთ ნაბიჯს გადადგამენ, რომ გამოიყენებენ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, ამას მიეცემა შესაბამისი ადეკვატური შეფასება. 

ჩვენი სახელმწიფო ბედი ჩვენი ხალხის მიერ სასიკეთოდ იქნება გადაწყვეტილი. ახლა არის ის ეტაპი, როდესაც კიდევ ერთხელ „ქართული ოცნება“ თავისი თავის ლუსტრაციას ახდენს. იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს ევროკავშირის მიერ დასმული პირობები, ცდილობენ გამოიყენონ ეს რეკომენდაცია და დასმული პირობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის, ეს, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს მიიღებს. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული ევროკავშირისგან დაშორების მიმართულებით, რასაც ქართველი ხალხი ადეკვატურად უპასუხებს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინის თქმით, ნეონაციზმის იდეები ყველგან არის, მაგრამ უკრაინის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ ამაღლებს მას ეროვნულ დონეზე

✔️ ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით - თინა ხიდაშელი

✔️ ბორელი: ბირთვულმა საფრთხეებმა არ უნდა შეარყიოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

✔️ ყოველი რუსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, ომის მანქანის ნაწილია - გარი კასპაროვი

✔️ პუტინის ბირთვული შანტაჟი ბლეფი და პოლიტიკური თამაშია - სერგეი გრაბსკი