პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1631908048
დაკოპირებულია

„რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაფერი მოგონილი, სიყალბე და ფარსი იყო, როდესაც გახარიას მანამდე სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებდნენ.

„პირველი კრიზისი იყო, კლუბებში რომ შევარდა, პოლიციელები აცემინა, შემდეგ გამოვიდა და ამ ვიღაცებს შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანუ იმ ხალხს, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო. მეორე კრიზისი - პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, მორიგი უგუნური ქმედება და ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის შუღლი და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. პირდაპირ აცემინა სპეცრაზმი, ეს ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ტყვიაზე წავლენ, რომ დასჭირდეს ქვეყანას და კაცი არ დაუსჯია. მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე და მათ ჰქონდათ მაშინ ჩავარდნა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია.

ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა - დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას“ და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ამაში „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში. ასეთი გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით მან პრაქტიკულად ჩვენი იმიჯი ძალიან დააზიანა. ამის მიუხედავად, მაშინ მას მთელი გუნდი გადაეფარა, რადგან ვნახეთ, რომ იყო რეალური საფრთხე, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება მომხდარიყო, კიდევ უფრო მძიმე ვითარება მიგვეღო. გადაეფარა მთელი გუნდი და გადაარჩინა, შემდეგ დაწინაურდა, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ასე გადაწყდა მაშინ, ასე გადაწყვიტა გუნდმა. ამის შემდეგ, რომ ეს კაცი გამოდის, უთავმოყვარეოდ რაღაცებს ლაპარაკობს და ჩვენს გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს საქართველოს მოქალაქემ და ხალხმაო, ვინ უპირისპირდება, ვეკითხები ადამიანებს. ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“? სააკაშვილი და მთელი ეს ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე. მე კითხვა მაქვს, რა ვალი აქვს ამისთანა ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ ვერ გათავისუფლდა და მიყვება პირდაპირ.

უკვე რამდენჯერმე გააკეთებინეს ხარაკირი, პოლიტიკური თვითმკვლელობა და ახლა მორიგი პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაადენინეს, როცა თავი მერობის კანდიდატად დაიყენა და ეს პოლიტიკური პარტია შექმნა. სამარცხვინოა, რა უნდა გითხრათ. ჩემთვისაც ძალიან რთულია, რადგან გუნდის წევრი იყო და ამდენი წელი ვიცნობდით და ერთად მოვდიოდით. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს არის ღალატი და ღალატი ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გიორგი გახარიამ. ქართველი კაცი ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასეთ საკაცობრიო ღირებულებებს, ღალატს, სიყვარულს და ა.შ. ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638285539
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638284568
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. 
1638284152
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი, მოლდოვის პრემიერი ნატალია გავრილიცა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპრ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს. 
პუტინის განცხადებით, ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრ...
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
„ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი წარმოშობს საგადასახადო რისკებს და გა...
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ გამოხმაურებაზე განცხადებას აკეთებს.