მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის - ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ამ საქციელის შემდეგ დასავლეთიდან ვაქცინას კი არა, შხამს აღარ გამოუგზავნიან - გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე (ვიდეო)

📣„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის

📣„ქართული ოცნება“ ყველა კოზირს ოპოზიციას გვიტოვებს თუ ჩვენც ჭკვიანურად მოვიქცევით - ვახო მეგრელიშვილი