პოლიტიკა

„ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად“ - გერმანიის საელჩო

ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად
1656051911
დაკოპირებულია

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე თემაზე: 

🔴 „საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე“ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

🔴 27-ჯერ კი - შოლცი უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 „ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“ - შარლ მიშელი