მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას - ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი

სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას განაცხადა. 

კითხვაზე, კავკასიაზე გამართული მოსმენისას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ კერენ დონფრიდს ჰკითხეთ, ხომ არ იყო დრო საქართველოს მიმართ პოლიტიკისთვის გადაეხედათ. რას გულისხმობდით ამაში? - შაჰინი პასუხობს:  

„ამერიკას და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ჰქონდეთ დემოკრატია, შეუერთდნენ დანარჩენ ევროპას და ნატოს. მახსოვს წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტები, როცა ქართველები ავღანეთში გვეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ურთიერთობა და გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.

ჩვენ ვცდილობთ, რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. როგორც იმ განცხადებაში ვთქვი და რასაც აქაც გავიმეორებ, არის ის, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად.

თუ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ, არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მოდით ვიფიქროთ გზებზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, მათ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ყველა ის თავისუფლება, რაზედაც აქამდე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ წამებით და ნელი სიკვდილით კლავენ მიხეილ სააკაშვილს - თაკო ჩარკვიანი

✔️ სააკაშვილი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება - გიგი უგულავა

✔️ სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, მისი მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა - ხატია დეკანოიძე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია