პოლიტიკა

ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური - ამას ამ ქვეყანაში ვეღარასდროს, ვერავინ გადახედავს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
1659037079
დაკოპირებულია

„ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური. ეს არასდროს გადაიხედება, ამას ამ ქვეყანაში ვეღარასდროს, ვერავინ გადახედავს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„შემთხვევით არ მითქვამს ვიღაცებისთვის, რომ რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ და ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ, შემდეგ რაღაცები დეკლარირბულად, ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგი ისეთი იყოს, რომ რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებიან ისინი დასავლური ინტერესების გამტარებლები, ამ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაზე ვსაუბრობ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მოდის კონკრეტული ნარატივი, ვსაუბრობ იმაზე, პირდაპირი მოწოდებები რომ იყო რიგი უკრაინელების მხრიდან, იმას რომ არ გაემიჯნენ და შემდეგ რა ომიო, რომ კითხულობდნენ, იმ ხალხზე ვლაპარაკობ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.