მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართველი ხალხის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობისგან დაიხსნას“ - ბექა ბასილაია

ადვოკატი

„ჩვენი ვალია, სააკაშვილის დახსნა და სამწუხაროდ, მართლმსაჯულების პროცედურებით ამის განხორციელება ფაქტობრივად, დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბასილაიას თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და სწორედ ამიტომ თითოეული ქართველის ვალია, მისი ტყვეობიდან დახსნა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამას უკვე მტკიცებაც არ სჭირდება, პრემიერ-მინისტრი იმუქრება თუ აქტიურობას არ შეწყვეტს საქმეებს დავუმატებთო. სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი აღარ არის, ვხედავთ რომ სასამართლო პროცესებს არ ატარებენ იმიტომ, რომ მეორე ტურებამდე საზოგადოების წინაშე პირდაპირ არ უნდათ წარდგენა.

აქედან გამომდინარე, ყველა ქართველის ვალია მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან. მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს კონკრეტულ ადამიანს სიმპათია. დღეს არ არის პარტიული ღონისძიება. ჩვენი ვალია სააკაშვილის დახსნა და სამწუხაროდ, მართლმსაჯულების პროცედურებით ამის განხორციელება ფაქტობრივად, დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების ნება გაუჩნდება მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს