მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველმა ხალხმა ბევრი შესწირა ევროპული იდენტობისთვის, მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი - აშშ-ის ჰელსინკის კომისია

ბენ ქარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ბენ კარდინიმ, თანათავმჯდომარემ, პარლამენტარმა სტივ კოენმა და წევრებმა, სენატორმა როჯერ უიკერმა და ჯო უილსონმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მიესალმებიან და, ასევე, მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის შესახებ. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

ქართველმა ხალხმა, ასევე, ბევრი შესწირა თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის მეომრებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. გზა ლიბერალური დემოკრატიისკენ არასდროსაა პერიოდული უკუსვლებისა და გზის დაგრძელების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა