მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს“ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ ასეთი პასუხი პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს. 

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.

„ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!“

ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, კობახიძემ კი უპასუხა: „კაბეშენიკი“ მამაშენია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „დავით არახამია არის არაკაცი“ - ირაკლი კობახიძე