მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება, სკოლის მასწავლებლები კი დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარებას გავაორმაგებთ და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. 

„ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. ჩვენ მანამდე, გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 „ბიჭვინთის“ შესახებ „კანონპროექტები“ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ შევიდა

📣 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

📣 ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში, ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

📣 ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

📣 ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა