პოლიტიკა

ხათუნა ჟორდანია: მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ მხარს ვუჭერ იოსებ ხახალეიშვილს

მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ მხარს ვუჭერ იოსებ ხახალეიშვილს
1635084330
დაკოპირებულია

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ხათუნა ჟორდანიამ განაცხადა, მთელი საქართველო დღეს ღირებულებითი არჩევანის წინაშეა.

„პირადად „ქართულ ოცნებას“ იმ დღიდან ვაძლევ ხმას და თანავუგრძნობ, რა დღიდან ეს პარტია შეიქმნა. ჩვენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ როდესაც დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ - სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ტერორი, მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს და ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში ამდენი წლის მერე თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ მწამებელთა პარტიას ხმა მისცენ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია. რაც შეეხება ბატონ სოსოს, პირველ რიგში, ის ჩემთვის „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატია და უპირობოდ დავუჭერ მხარს. ამას გარდა, ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს“, - განაცხადა ჟორდანიამ.

ცნობილი სახეები ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, მათ შორის არიან ხათუნა ჟორდანია, გივი სიხარულიძე, ბექა ჩხაიძე და სხვები.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
1643217118
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.