მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს პროტესტს - ნინო ბურჯანაძე

 „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

„თუ ჩვენ თანმიმდევრულად, ძალიან სერიოზულად არ გავაგრძელეთ ეს პროტესტი, თუ ყველა არ ჩავებით და ჩავერთეთ, ვისაც როგორ შეგვიძლია და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე არ ვაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მმართველი ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ხალხის პროტესტს.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას და ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ რუსთაველზე დგომით. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ამ აქციებზე და ვინც აპირებს მოსვლას, მადლობა გადავიხადო. ეს იყო სერიოზული გზავნილი მსოფლიოსთვის, არ ვიტყვი რომ ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ არაადეკვატური ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არაფერს არ აქვს, მაგრამ რაღაცა ზღვარზე, ისინი იძულებული გახდებიან თავიანთი არაადეკვატურობის მიუხედავად ანგარიში გაუწიონ პროტესტს.

როდესაც ამდენი ხალხი, არაპარტიული მოქალაქეები დგანან და ხელისუფლებისგან ითხოვენ იმას, რასაც ითხოვენ, როცა ამდენი ახალგაზრდაა გამოსული ყველაზე ბრმა და ყრუ ხელისუფლებასაც კი მოუწევს ამაზე რეაგირება, თუ რა, თქმა უნდა, ეს პროტესტი გაგრძელდა. 

აქ მთავარია, რომ აქცენტი გამოიკვეთოს სწორად. როდესაც, ასეთი პროტესტის შედეგად იქნება მიღწეული მთავრობის გადაყენება ეს უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის შერყეული. ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნა გარკვეულწილად ნიშნავს დეოლიგარქიზაციის სერიოზულად დაწყებას, მაგრამ მთავარი აქცენტი უნდა დარჩეს ბიძინა ივანიშვილზე და ვადამდელ არჩევნებზე.

პროტესტი არის მნიშვნელოვანი. რაც მეტი ხალხი მოვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღარიბაშვილის და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სერიოზული ნაბიჯი ივანიშვილის ძალაუფლების შერყევისთვის, თუმცა ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს.

თუ ჩვენ თანმიმდევრულად, ძალიან სერიოზულად არ გავაგრძელეთ ეს პროტესტი, თუ ყველა არ ჩავებით და ჩავერთეთ ვისაც როგორ შეგვიძლია და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე არ ვაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს. დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას, მარტო რუსთაველზე დგომით არა“, - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი.

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

3 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „თუ „ოცნება“ უარს იტყვის კონსულტაციებზე, პარლამენტში მუშაობას ამ რეჟიმში ვერ განვაგრძობთ“ - ლელო

✔️ „ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

✔️ მგელმა იცის ლოდინი საათობრივად, მგონია ხელისუფლება აი, ასე ელოდება პროცესებს, რომ იქნებ როგორმე დაღმართით წავიდეს - თაკო ჩარკვიანი

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია