პოლიტიკა

„ხელისუფლებამ უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა“ - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
1655996377
დაკოპირებულია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს. მიმართვა მისმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო. 

„ვაქცინა არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უმცირესობის და მედიის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ლექსოს გარდაცვალება და 50-ზე მეტი ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა.

სანქციები არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჩაწერა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხელისუფლებების რიგში.

ევროკავშირი არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა.

ნატო არ მუშაობს! - თქვა ყატარში ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და მადრიდის სამიტის წინ, საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთს გადასცა.

ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული! 20 ივნისის მსგავსი აქციებით და ყველა სხვა პროდასავლური პლატფორმის გამოყენებით, მაგალითად ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს ქართული ოცნება და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა! ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!

დიდება ერს! საქართველო ივანიშვილის გარეშე!

P.S. ელენე ხოშტარიას ბოლო დროინდელი აქტივობები სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეულად ეფექტიანი ბრძოლის ფორმაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ლაკას!“ - ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.