მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხომ არ მოგწონთ, რაც გამოკრულია? არც მე მომწონს ბრალდებები ჩემს ოჯახზე, გგონიათ რეზინის შვილები მყავს?“ - კახა კალაძე (ვიდეო)

კალაძე კომენტარზე

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში ოპოზიციონერების გამოსახულებით გამოკრული ბანერების თემას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, არც მისთვის არის მოსაწონი ოჯახის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც მედია ატარებს.

„ხომ არ მოგწონთ, რაც გამოკრულია? ასევე, არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპებში შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. მაშინ რატომ არ იღებთ ხმას, რატომ არ საუბრობთ ამაზე?

მსგავსს „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე არაფერს აკეთებს. ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. თქვენ ერთხელ არ გამოსულხართ. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ბრალდებები, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ? ეს არის რეალობა და ორმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.