მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ „შეცდომით“! - თეა წულუკიანი ISFED-ს მიმართავს

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ენ-ჯე-ო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის, სავარაუდოდ, ძალიან სახალისო პერიოდი იყო?!

ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

👉 ინფორმაციისთვის, 11 დეკემბერს, ISFED-მ განაცხადა, რომ ხმების დათვლისას დაფიქსირებული სხვაობა არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს.

👉 „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ირაკლი კობახიძე: ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე სპეკულაციაა

👉 ხატია დეკანოიძე: ISFED კარუსელითა და მოსყიდვით მოპოვებულ ხმებს არ ითვლის

👉 ელისაშვილი: ISFED-ის საარჩევნო შედეგებმა ძალიან დაასუსტა ოპოზიცია, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა