მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კმაყოფილები ხართ ტიკარაძის საქმიანობით, აგაშენათ ღმერთმა და რატომ სხედხართ ოპოზიციაში?“ - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„გამოვლენ მერე კოლეგები, რომლებსაც ხალხის ბედი არ ადარდებთ და დერეფნებში მომასწრებენ კომენტარებს. აქ საუბარია პასუხისმგებლობაზე და უპასუხისმგებლობაზე, ხალხის ბედის განცდასა და განუცდელობაზე, ესაა განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის,“ - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში.

მან ოპოზიციონერები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ხელფასებისთვის პარლამენტში ჯდომა მიზანშეწონილი არ არის.

„ჩვენ აქ როლების განაწილებაზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ უპასუხისმგებლობაზე. მთელი მსოფლიო იყო ჩართული ამაში და 10-10 საათი ვიყავით ჩაკეტილი ერთად ოთახში, ძლივს მივაღწიეთ შეთანხმებას, ძლივს გადავდგით ერთმანეთისკენ ნაბიჯები, ძლივს დავაშოშმინეთ ვითარება და ამ დროს ასეთი კანონპროექტის შემოტანა ყველაფერ იმის საწინააღმდეგოა, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვაკეთებდით.

დრო ხომ უნდა შეარჩიოთ, არა? შეიძლება პოლიციელები ვერ აგროვებენ მტკიცებულებას, არ ვიცი მე ზუსტად, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს გამაღიზიანებელი იდეაა, ცეცხლის დამსხმელი ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და იმ სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგოა.

ახლა რაც შეეხება ჩემს ძვირფას კოლეგებს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, სამშაბათს ხომ შემოხვედით, ძალიან კარგი, ყველამ ვთქვით, აი, რა კარგია, ვებრძოდი ჩემს თავს, რომ ის არ მეთქვა, რაც უნდა მეთქვა. ძალიან შევიკავე თავი, რომ მეტისმეტად კორექტული ვყოფილიყავი, 3 თვე რომ გვლანძღავდით, შემდეგ კი მერე თქვენც შემოხვედით პარლამენტში, იმიტომ რომ პირველებმა გადავდგით სწორი და აუცილებელი ნაბიჯი.

გუშინ ვიყავი გაოგნებული, 1 წელია დავდივართ პირბადეებით, ვერ წარმოვიდგენდით რომ კორონავირუსი ასე დაანგრევდა მთელ სამყაროს და ჩვენ ღატაკ ქვეყანას, მით უმეტეს.

არ ვიცით როდის შემოვა ვაქცინის მილიონი დოზა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო? მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, მოვტრიალდი და ის კოლეგები, რომლებიც წინა დღეს იყვნენ სხდომაზე, თურმე მათ არ აინტერესებთ ეს კორონავირუსი. როგორც ჩანს, თქვენ კმაყოფილები ხართ ტიკარაძის საქმიანობით, აგაშენათ ღმერთმა, თავიდან გეთქვათ და რატომ სხედხართ ოპოზიციაში?

ხომ მოისმინეთ, განსაკუთრებით იურისტებმა, რაზე იყო საუბარი პლენარულ სხდომაზე, ხომ დაინახეთ საფრთხეები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ადამიანი 12 საათის ნაცვლად გამოამწყვდიონ 48 საათი. არ დაინტერესდით საღამოს კომიტეტი რომ ჩაინიშნა, ავდგე და წავიდეო? რა კომენდანტის საათზე საუბრობთ? დეპუტატებს საშვები გაქვთ. რატომ არ დაინტერესდით? რატომ უწევდა მარტო ლევანს ბრძოლა?

60 ოპოზიციონერია, კიდევ დაგვემატა 6 და დაგვემატება მომავალში. უნდა ვიმუშაოთ, მხოლოდ ხელფასებისთვის კი არ უნდა ვიყოთ აქ. „ქართულ ოცნებას“ კი გაგიმეორებთ, რა დროს ამ კანონპროექტის შემოტანა იყო?“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ანრი ოხნაშვილი ანა ნაცვლიშვილს - კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ, თუ მომეჩვენა

✅„24 საათი არის ყველაზე უკეთესი, რისი გამოტანაც შემეძლო კომიტეტიდან“ - ლევან იოსელიანი

✅ივანე ჩხაიძე: თბილისი იქნება უსაფრთხო და ისე მოგვიწევს ჩვენი რეგიონების განხილვა, როგორც ახლა ინდოეთს განვიხილავთ