პოლიტიკა

„კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია“ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი
1634414605
დაკოპირებულია

„კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დედაქალაქში მმართველი გუნდის წაგება ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ქვეყნის მართვის მანდატი და ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში სტაბილურობა ვერ შედგება.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლარიზების ხარისხს წარმოუდგენლად აღრმავებს. მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მარტივი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენება, მაგრამ ეს ჩემ ხელთ არ არის და ეს გადაწყვეტილება ცხადია, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ მობილიზება გაუკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გააღრმავა, თუნდაც ასეთ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს და ამიტომ, კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

🔴 „თავისუფლება მიშას“ - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხმაურია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“...

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
„არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევას, შეიძლება ხელი შეუშალონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
1642763415
„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
1642767763
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
1642764875
ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

„ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში „ნა...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ“. 
რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორა...
„მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიფსური სურათი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. 
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.