მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონკრეტული მიმართულების ექიმი თუ სჭირდება ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით - ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრი ექსპრეზიდენტი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბარში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილს კონკრეტული მიმართულების ექიმი თუ სჭირდება ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, მიმართვის შემთხვევაში, მას დაეხმარებიან. 

ამასთან ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეგულირების სააგენტო გასცემს თანხმობას საქართველოში უცხოეთიდან მოწვეული ექიმების თანხმობაზე.

მინისტრი ამბობს, რომ  გუშინდელი მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოტანილი.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი წარიმართება მთლიანად პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, სადაც მე ბევრს ვიცნობ და მაღალკვალიფიციური ექიმები და სამედიცინო პერსონალია. იმ კერძო კლინიკაში, სადაც ის შეთანხმებით გადაიყვანეს, ისინი კურირებენ მკურნალობის პროცესს. მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, თუ ისინი ადასტურებენ, რომ 14 დაავადება აქვს, ესე იგი ასეა. 

დახმარებას და ჩართულობას რაც შეეხება ჩვენგან, შეიძლება იყოს რეკომენდაციის სახით, მაგალითად კონკრეტული მიმართულების ექიმი თუ სჭირდება ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან ჩვენს სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი დახმარება, ამისთვის მზად ვართ და თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას, რამდენიმე კვირის წინ მკითხეს ჟურნალისტებმა, თითქოს რაღაც განცხადებაა შემოსული და ჩვენ ვაგვიანებთ განხილვას. ადვოკატები საუბრობენ, რომ რაღაც დოკუმენტაციებს თარგმნიან და რეგულირების სააგენტოში შეიტანენ განაცხადს.

დავაზუსტებ, რეგულირების სააგენტო გასცემს თანხმობას საქართველოში უცხოეთიდან მოწვეული ექიმების თანხმობაზე. თუ ასეთი თანხმობა სჭირდებათ და შესაბამის დოკუმენტაციას შემოიტანენ, განიხილავენ. გუშინდელი მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოტანილი, სატელეფონო საუბარი იყო რომ შემოიტანდნენ დოკუმენტაციას. არაფერი განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის“, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

🔴 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

🔴 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია