მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი ჯერჯერობით მძიმე ფორმით არ აქვს, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს დაუდასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

👉 მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც გიული ალასანიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

„მდგომარეობა მძიმეა ძალიან. ყველაფერი დაბალი აქვს, ყოველ დღე მისდის გული. კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი ჯერჯერობით მძიმე ფორმით არ აქვს, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს. სხვა მხრივ ძალიან მძიმედ არის“, - აცხადებს გიული ალასანია. 

სააკაშვილის კოვიდინფიცირების შესახებ Pia.ge-სთან, ასევე, ისაუბრა სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილს კორონავირუსის სიმპტომები 2 დღის წინ გამოუვლინდა, მისი დაინფიცირების სავარაუდო წყაროს კი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევს.

„შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტს 2 დღის წინ დაეწყო მაღალი ტემპერატურები, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ანუ ის, რაც დამახასიათებელია კოვიდის კლინიკური სურათისთვის, ამიტომ ეჭვი იქნა მიტანილი კოვიდზე და გაკეთდა ჯერ სწრაფი ტესტი, რომელმაც აჩვენა დადებითი პასუხი და შემდეგ გაკეთდა PCR ტესტი, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა და დადასტურდა კოვიდინფექცია.

რაც შეეხება წყაროს, ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და იკვლევს, თუ საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო პაციენტი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

 „ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის“ - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ „ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

 შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს