პოლიტიკა

„ქოც-ნაცური იწილო-ბიწილო არ დამთავრდება, ორივე პარტია მოსკოვიდან ზარებით იმართება“ - გიორგი ქუთათელაძე

თბილისის მერობის კანდიდატი
1632250166
დაკოპირებულია

პარტია „საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ქუთათელაძის განცხადებით, მმართველი პარტიაც და ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გარე ძალების მიერ არის მართული, რაც მისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, ამ ორ პარტიას შორის დაპირისპირების ყურება უნდა დასრულდეს და საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

„თუ ეს არ შეწყდება, რომ პოზიცია და ოპოზიცია იმართება დე ფაქტო და ალბათ, უკვე დე იურეც გაფორმდა, ჩვენ ამის შესახებ ზუსტად არ ვიცით, მოსკოვიდან, ამერიკიდან და საფრანგეთიდან ზარებით, ქოც-ნაცური იწილო-ბიწილო არ დამთავრდება. ამას ვუყურებთ ჩვენ.

სანამ ეს არ დამთავრდება და საქართველო ნამდვილ თავისუფლებას არ მოიპოვებს, ეს იწილო-ბიწილო არ დამთავრდება, ეს არის ფიქცია, წყლის ნაყვა. ეს ორივე ძალა გარედან იმართება. ჩემო ქართველებო, დავიწყოთ ახალი აზროვნება და დავიწყოთ ფიქრი საქართველოს განთავისუფლებაზე, იმიტომ, რომ არ შეიძლება პოზიცია და ოპოზიცია მოსკოვიდან იმართებოდეს ზარებით, ან ამერიკის ელჩებისა და საფრანგეთის ელჩების ზარებით. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი ქუთათელაძემ დებატებში.

მისი თქმით, ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკასა და ჯანდაცვაში არის ღრმა პრობლემები, რომელთა მოგვარება ცვლილებებით უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს.