მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველდღე ორ ავტობუს ადამიანს ვასაფლავებთ“ - მამუკა ხაზარაძე

ლელო-საქართველოსთვის პრემიერობის კანდიდატი

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს საქართველო ყველაზე ცუდ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ვითარებაშია და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩენის სერიოზული საფრთხე ემუქრება. 

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, უპირველესი ამოცანა ექსპრეზიდენტის სიცოცხლის დაცვაა, ამის შემდეგ კი ოპოზიციამ და ხალხმა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს. 

„ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, მასხრად აგდება, რა დღეშიც არის მთელი ჩვენი მოსახლეობა. ეს არის რუსული პოლიტიკა. ეს არის ინსტიტუციების ფეხქვეშ გათელვა, პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ინსტიტუციის შეურაცხყოფა, ევროპული კურსიდან უკვე ინტენსიურად გადახვევა. ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, რა თქმა უნდა, იყო რომ პრეზიდენტს მიეცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მკურნალობა და საფრთხე არ დაემუქროს, ასევე მიეცეს საშუალება, რომ წარდგეს სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიზანი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაა, რა მიზნითაც ყველა სფეროში კრიზისია შექმნილი, მათ შორის საგანგაშოა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

„დღეს, როგორც არასდროს, 30 წლის განმავლობაში, ქართველ ხალხს უდგას საშიშროება, რომ დავრჩეთ მარტო დიდი გველეშაპის წინააღმდეგ, ყველაფერი ამას მიუთითებს, სიღარიბეც, იმპორტირებული ელექტროენერგია რუსეთიდან -98%, თითქმის 100%-ით ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ღვინის 70% რუსეთში გადის, ყველა გზა გადაკეტილია, ანაკლია გაჩერებულია, უმუშევრობა 22%-ია, ხალხის ქვეყნიდან გასვლა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ინვესტიცია ისტორიულ მინიმუმზე, მეტი რაღა ორბიტა არსებობს, ჩავბარდით და ესაა.

ყოველდღე ორ ავტობუს ადამიანს ვასაფლავებთ, საქართველო მსოფლიოში პირველი გახდა სიკვდილიანობით, ეს უნდა დაინახო. ასევე ის, თუ რა დონის გაჭირვებაშია ქვეყანა.

„მასხრად აგდებაა დღეს ქართველი კაცი ასეთ მდგომარეობაში რომაა. ეს არის სირცხვილზე დაბალი, რა მდგომარეობაშიც ამ ხელისუფლებამ ეს პარლამენტი ჩააგდო. ეს ქვეყნის უფსკრულში გადაგდებაა. სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. სახლში ჯდომის და ფეისბუკზე კომენტარების წერის დრო არაა. არასდროს საქართველო ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილა. ისე შეიძლება ამოვყოთ იმპერიაში თავი, რომ ამის გამოსწორება უკვე გვიანი იქნება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“ - ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ

„ისტორია მეორდება, ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

„გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“ - ალეკო ელისაშვილი