მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქუჩიდანაც რომ ვერაფერს აკეთებ, კეთილი ინებე და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი“ - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა „იმედის“ ეთერში ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი რომ გახდეს საქართველო, სულ მცირე, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა შევძლოთ. ამიტომ, მან ოპოზიციას მოუწოდა, „ქუჩიდან რომ ვერაფერს აკეთებ, მაშინ, კეთილი ინებე და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი“.

„სივრცეში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ევროკავშირი, ევროპა, ევროპული კულტურა, პირველ რიგში, იქ მყოფი ქვეყნებისგან, ადამიანებისგან მოითხოვს, რომ მათ ერთმანეთთან საუბარი და განსხვავებული მოსაზრებების მიღება, ატანა და შეთანხმებამდე მისვლა შეძლონ. ევროპამ ეს გზა განვლო. დღეს ევროპაში ომები, ერთმანეთზე თავდასხმები იმიტომ არ არის, რომ ეს ყველაფერი გამოიარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეთანხმებების გზით უნდა მიაღწიონ მშვიდობას. იმიტომ დაისადგურა იქ მშვიდობამ და იმიტომ არიან დღეს მდიდრები. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, სულ მცირე, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. ლაპარაკის გარეშე, ვერც პრობლემებს გადავჭრით და ვერც შედეგს დავდებთ. 12 პუნქტში გარკვევით წერია, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს. დღეს შევხვდი ესპანეთიდან ჩამოსულ საპარლამენტო დელეგაციას და სიმართლე გითხრათ, მეუხერხულა, მეთქვა, რომ არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სალაპარაკოდ არ დაჯდება. მაშინ, რანაირად მივაღწიოთ შეთანხმებას? რანაირად შევასრულოთ ეს 12 პუნქტი ხელისუფლებასთან ერთად? თუ ხელისუფლება მათ შესრულებას არ აპირებს, ეს ჩვენს მოქალაქეებს ხომ უნდა გავაგებინოთ? თუ ამაში არ შედიხარ, არ მონაწილეობ, მაშინ, ან პოლიტიკაში რა გინდა, ან პარლამენტში? მაშინ, დადექი ქუჩაში და ქუჩიდან მიაღწიე იმას, რის მიღწევაც გინდა. იქიდანაც რომ ვერაფერს აკეთებ, მაშინ, კეთილი ინებე და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე „ნაცი“ იყავი, 2016-ში გაქოცდი, 2020-ში ისევ განაცდი და 2024-ში ისევ ქოცობა გიწევს“ - ლევან იოსელიანი ოქრიაშვილს პასუხობს

👉 „საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს, ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“ - იაგო ხვიჩია