მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია“ - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

„ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში“, - აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ გვერდზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ასევე, დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, მისი თქმით, ამით ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე.

„ესაა ამ პოლიტიკურ ვითარებაში პარტია „მოქალაქეების" პოზიცია: მიუხედავად იმისა, რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება.

ფაქტია, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.

თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში არაფერი გვესაქმება ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ - ლევან ხაბეიშვილი

📣„ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

📣ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებაზე უარი ცალმხრივად თქვა, ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცათ