პოლიტიკა

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარია თავისი დამოუკიდებლობის დასაბუთებას“- გია ხუხაშვილი

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“
1616757488
დაკოპირებულია

„გახარია არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ევროპული საქართველოს“ კონკურენტი, ხმების ძირითადი ნაწილი მას მიაქვს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატის, ანუ იმ ხალხის ხმები, რომლებიც აკეთებენ არჩევანს  ცუდსა და უარესს შორის, რომელთა არჩევანიც ყველა ციკლში მიდის ხელისუფლებისკენ“- განაცხადა  ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა.

„ივანიშვილი უყურებს დიდ სურათს და გიორგი გახარიას შემთხვევაში თვლის, რომ თამაშობს წაუგებელ თამაშს. იმიტომ, რომ არ მგონია ეს შეთანხმებული თამაში იყოს, უბრალოდ მას აქვს მწვანე შუქი ანთებული.

ბიძინა ივანიშვილი არ ნერვიულობს იმაზე, რომ გახარიამ პოლიტიკურად იაქტიუროს. გახარიაზე ის ეჭვიანობდა, მას არ მოსწონდა, როდესაც საუბრობდნენ, რომ გახარიას გამო მისცა ხალხმა ხმა „ქართულ ოცნებას“, ობიექტურად ასეც იყო.

გახარიას ფაქტორი რომ არა, რაც არ უნდა ემამაძაღლა „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე მაინც ვერ მოიგებდა.

ივანიშვილი თავის ადგილზე დააყენებს გახარიას, თუ იქნება წარმატებული ამ შემთხვევაშიც საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც შეიძლება განვითარდეს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია თუ პოლიტიკაში მოვა, ის ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდება და ქართველი ამომრჩევლის ხმათა გარკვეულ ნაწილს წაართმევს, როგორც ხელისუფლებას, ასევე მცირე პარტიებს.

„მე არ მგონია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი იყოს, საქართველოში არაფერი არ იმალება, დიდწილად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარია დასაბუთებას თავის დამოუკიდებლობის.

ის აღმოჩნდება ორმხრივი ცეცხლის ქვეშ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ესაა ივანიშვილის პროექტი, „ქართული ოცნების“ ორთოდოქსები იტყვიან, რომ მიშას შეეკრა.

ის არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ევროპული საქართველოს“ კონკურენტი, ხმების ძირითადი ნაწილი მას მიაქვს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატის, ანუ იმ ხალხის ხმები, რომლებიც აკეთებენ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის და ამ ჯგუფის ხალხთა ხმები როგორც წესი, ყველა ციკლში მიდის ხელისუფლებისკენ „მგელი მოდის“ პრინციპით ოღონდ მიშა არ მოვიდეს და წავალ ისევ ხელისუფლებას მივცემ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს „ქართული ოცნება“.

საბოლოო ჯამში ეს ხალხი არის ხელისუფლების პროპაგანდის მსხვერპლი და მისი ლუკმა და ეს ელექტორატი ახლა მოჰყავს გახარიას.

გარკვეულ წილად ის წაართმევს ხმებს მცირე პარტიებსაც და „ნაციონალური მოძრაობა“ შოკოლადშია იმიტომ, რომ გახარია დაარღვევს ხელისუფლების მონოპოლიას. ერთადერთი დისკომფორტი რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს ორ პოლუსიანობა შეიძლება დაინგრეს, მაგრამ ბევრს არაფერს არ წააგებს.

გიორგი გახარია ივანიშვილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მეორე მხრივ, მისი რელიგიის მითოლოგიის დანგრევას განაპირობებს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔶„ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი

🔶„მხარეები შუბლით ეტაკებიან ერთმანეთს, გამოსავალი არ ჩანს“ - გია ხუხაშვილი

🔶ალექსი პეტრიაშვილი: დაველოდოთ გახარიას განცხადებებს, თუ რა დამოკიდებულება ექნება „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიმართ

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
1638688151
ტესტი კორონავირუსზე

46 გარდაცვალება, 3 410 ინფიცირება, 4 732 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1638687000
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს“ - თაკო ჩარკვიანი...
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი, მწამებელი მეძახოს,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.