მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა დარსალია: მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მნიშვნელივანი ძალისხმევითაც ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჩატარდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2020

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 9 თვის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ჟენევის 56-ე რაუნდის ჩატარება მოხერხდა.

„პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა დღევანდელი რაუნდის მნიშვბელობას. მოგეხსენებათ ბოლო, 55-ე რაუნდი  ჩატარდა გასული წლის დეკემბერში. 9 თვის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებათა  56-ე რაუნდის ჩატარება. ამ მხრივ მადლობა მინდა გამოვხატო პარტნიორებისადმი, რომელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დღევანდელი რაუნდის გამართვა.  მინდა მადლობა ვუთხრა  თანათავმჯდომარებს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს მხრიდან, ასევე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს.  

მნიშვნელოვანი იყო მათი ძალისხმევა როგორც ამ რაუნდის ჩატარებისათვის, ასევე მათი პოზიციონირება უშუალოდ რაუნდის დროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვქონდა  იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას, რომლის გარშემოც მთლიანად ჟენევის პროცესი არის შექმნილი“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ლაშა დარსალიას თქმით, 56-ე რაუნდზე როგორც პარტნიორების, ასევე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმების შესრულების  აუცილებლობა და ის თემები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების გარემოსთან, და  რა თქმა უნდა დევნილთა დაბრუნების საკითხი.

ჟენევის მოალარაკებების 56-ე რაუნდის ჩატარებას კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერიც ეხმაურება.

რიკერის განცხადებით, შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობდი ჩვენს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56- ე რაუნდზე და რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, რომელიც აშშ-ის მტიკცე პარტნიორია. გამოვხატეთ მხარდაჭერა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციის მიმართ.

ამასთან გამოვხატეთ შეშფოთება იძულებით გადაადგლებული პირების საკითხთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით ჰუმანიტარული მხარდაჭერის წვდომის მნიშვნელობას, ისევე როგორც საბოლოოდ მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ გეოგრაფია, მაგრამ შეგვიძლია ვიპოვოთ უკეთესი გზა მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად საქართველოში, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სწორედ აღნიშნულ მისწრაფებას უჭერს მხარს აშშ და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა რიკერმა.

ევროკავშირის საბჭოს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის  ტიოვო კლაარის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთული და მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა. 

კლაარის თქმით, ყველა  მხარემ და მონაწილემ, ზუსტად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება. 

მას შემდეგ, რაც წინა რაუნდები ვერ ჩატარდა, მისასალმებელია, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იმართება. ჩვენ გვქონდა აზრთა ღია და გულწრფელი გაცვლა, რომელიც ძალიან გამოგავდგება შემდეგი რაუნდებისას. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა მონაწილის მიმართ, რადგან ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოხერხდა ჟენევის 56-ე რაუნდის ორგანიზება და ჩატარება“, - განაცხადა ტოივო კლარმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა.