
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილის მიმართვას გამოეხმაურნენ.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ნაუსედა ტვიტერზე.
Lithuania supports Georgia's european integration aspirations. @Zourabichvili_S, appreciate your commitment to implementing all necessary democratic reforms in 🇬🇪 and wish your country to stay on this path. https://t.co/2xt6IV0EnU
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) June 22, 2022
ლევიტსის თქმით, კი ზურაბიშვილის ზელმძღვანელობით საქართველოს მომავალი პერსპექტივა დამაიმედებელია.
„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“,- ვკითხულობთ ლევიტსის ტვიტში.
Latvia is a constant supporter of Georgia on its path to the EU. A European orientation needs to be unanimous for success. Under your leadership the outlook is promising.
— Egils Levits (@valstsgriba) June 23, 2022
საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა