მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლელო 14 ოქტომბერს ენმ-ს აქციას არ შეუერთდება

პარტია „ლელოს“ ლიდერი

„ლელო 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობი“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება“, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს.

„პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და არამარტო იგი, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ, სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან. რაც ყველაზე მთავარია, ახლა მთელი ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი