მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: ISFED-ს შეცდომა მალე რომ ეღიარებინა, ოპოზიცია სხვანაირად მოიქცეოდა

იოსელიანის განცხადება

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, ISFED-ის გარშემო ატეხილი ამბავი მისთვის გულდასაწყვეტი და საწყენია.

„ეს სახელმწიფოებრივად ნამდვილად დიდი პრობლემაა. ISFED არის ნათელი წერტილი არჩევნების პერიოდში, რომელსაც ვენდობით. ის, რაც მოხდა მის გარშემო რეპუტაციის ფონს ცვლის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ორგანიზაცია გადალახავს პრობლემას“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიციას ISFED-ის შეცდომაში რამე წვლილი მიუძღვის, უნდა ჩატარდეს გამოძიება.

„ვიმედოვნებ, რომ ორგანიზაცია შეძლებს გაუმკლავდეს ამ პრობლემას.

პრობლემა იყო ის, რომ ამ ყველაფრის გამჟღავნება მოხდა გვიან. ეს რომ მომხდარიყო მეორე და მესამე დღეს შეიძლება ოპოზიციას სხვანაირი მანევრი, ტაქტიკა აერჩია და ბევრი რამ სხვაგვარად წარმართულიყო.

ამ ამბავმა, რომ ოპოზიციის პოზიციებს ხელი არ შეუწყო ეს ისედაც ცხადია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც აღიარეს შეცდომა ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტი მისცა.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 ცნობილია, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებს „სამართლიან არჩევნებს“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 კობახიძე: რთული დასაჯერებელია, რომ PVT-ის ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

🧐 ISFED: აღმასრულებელი დირექტორის მიმართ მუქარას, შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია