პოლიტიკა

ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
1634576858
დაკოპირებულია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ტარდება ისეთ დროს, როცა ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, რაც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ყოველწლიურად და თვისობრივად ახალ დონეზე გადადის“, - განაცხადა ზალკალიანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უპრეცედენტოა.

„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ავღანეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ოპერაციისა. ჩვენი თანამშრომლობა როგორც შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში, ისე ჰუმანიტარული მისიის პროცესში იყო უპრეცედენტო და დღეს, თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისთვის და იმ გლობალური წვლილისთვის, რაც საქართველომ შეიტანა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესში საქართველოს მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო - სამეზობლო ინიციატივას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის პლატფორმად თბილისის ჩამოყალიბებას გულისხმობს და რომელსაც აშშ-ს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს.

„ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ახალ რეგიონალურ სამხრეთ კავკასიის სამეზობლო ინიციატივაზე, რომელიც პრემიერმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა და აქ გვაქვს აშშ-ს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე საქართველოშია.

ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს -ლოიდ ოსტინი

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა -გიორგი ხელაშვილი

👉 „ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია“ - ბენ ჰოჯესი

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.