პოლიტიკა

„მადლობა სააკაშვილს, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია“ - კახა კალაძე

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე
1633098571
დაკოპირებულია

„ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს მიშა ბათუმშია. ამ გადადგმული ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, კანდიდატიც“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“, რისთვისაც მას მადლობას უხდის.

„მადლობა მინდა გადავუხადო სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის და საკუთარი კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დაველოდოთ ხვალ არჩევნებს.

ვერავინ ვერ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე, როგორც სააკაშვილმა ეს გააკეთა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

⭕ „3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

⭕„ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, თუ საზღვარს გადმოლახავს, დაკავებული იქნება“ - წულუკიანი სააკაშვილზე