მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავრობის მეთაურთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად ორ ლოკაციაზე რუსთაველის გამზირსა და მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციურმა სპექტრმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო, მდუმარე აქცია გამართეს.

პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

„ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება.

ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მაიკ პომპეო 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება

🔴 ზურაბიშვილი პომპეოს: მშვიდობიანი კავკასია ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება