მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

იმედი მაქვს, რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.

„გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს. ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა.

დავიდ სასოლის ხსოვნას გუშინ ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგეს  იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.